სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ გაგზავნა ჰილარი კლინტონმა ლიბიაში ჰომოსექსუალისტი?

საიტი „examiner.com“-ი ბეჭდავს კაილ როჯერსის სტატიას სათაურით: „ჰილარი კლინტონმა ჰომოსექსუალისტი ელჩი ლიბიაში პროვოკაციული მიზნით გაგზავნა?“

ავტორი წერს:

„ჰილარი კლინტონი ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულს ხარჯავდა სოდომიტური „სიამაყის პარადების“ დაფინანსებაზე საზღვარგარეთის ქვეყნებში. მისი მოქმედებანი კი იწვევდნენ საპირისპირო, ნეგატიურ რეაქციას აშშ-ის მიმართ იტალიაში, პაკისტანში და სხვა ქვეყნებში.

გასულ წელს ბარაკ ობამამ გადასახადების გადამხდელთა ფულით საზღვარგარეთის ჰომოსექსუალისტთა უფლებების დამცველი ჯგუფების დაფინანსება ამერიკის ოფიციალურ პოლიტიკად აქცია.

მაგალითად, ისლამაბადში ამერიკის საელჩოს თანამშრომლები დადგნენ სერიოზული საფრთხის წინაშე, როდესაც მათ უბრძანეს პაკისტანში მოეწყოთ ჰომოსექსუალისტების „სიამაყის პარადი“. პასუხად პაკისტანელებმა მოაწყეს უწესრიგობანი საელჩოსთან და დაწვეს ამერიკული დროშები.

ჩიკაგოს დიპლომატიურ წრეებში არავისთვის არ იყო საეჭვო კრის სტივენსის სექსუალური ორიენტაცია. კრის სტივენსის ყოფილი მეგობარი სერბი დიპლომატი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ლიბიაში შეგნებულად გაგზავნა სოდომიტი ელჩი.

იბადება კითხვა - იცოდა თუ არა ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა? თუ იცოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მან შეგნებულად გაგზავნა იგი ქვეყანაში, სადაც მისი ყოფნა ავტომატურად ნიშნავდა პროვოკაციას.

არაბეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებანი წერენ, რომ ელჩის მკვლელობა გაცილებით უფრო სასტიკ ხასიათს ატარებდა, ვიდრე ამის შესახებ იუწყებოდნენ ამერიკული საინფორმაციო საშუალებები. არაბული მედია იუწყება, რომ ელჩი სტივენსი ჯერ ცემეს, შემდეგ ჯგუფურად გააუპატიურეს და ზუსტად ისე შეურაცხყვეს, როგორც თავის დროზე მუამარ კადაფი.

კრისტოფერ სტივენსი პირველი ამერიკელი ელჩია ადოლფ დაბსის შემდეგ, რომლის ფიზიკური ხელყოფა მოხდა უკანასკნელი 35 წლის მანძილზე. ადოლფ დაბსი 1976 წელს ავღანეთში მოკლეს“ - შეახსენებს მკითხველს კაილ როჯერსი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100