სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ესპანეთში არასრულწლოვანი გოგონების შიშველი ფოტოები გავრცელდა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით შექმნეს - მშობლები საზოგადოებას აფრთხილებენ

სამ­ხრეთ ეს­პა­ნეთ­ში, პა­ტა­რა, მშვიდ ქა­ლაქ ალ­მენ­დრალე­ხოს მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი შეშ­ფო, რო­დე­საც გა­ი­გეს, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბის, მათ შო­რის არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბი გა­მოჩ­ნდა, სა­დაც ისი­ნი შიშ­ვლე­ბი იყ­ვნენ აღ­ბეჭ­დილ­ნი. ფო­ტო­ე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიერ იყო შექ­მნი­ლი. ფო­ტო­ე­ბის შე­საქ­მნე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ გო­გო­ნე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან აი­ღეს და ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს მათი "შიშ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი" შე­აქ­მნე­ვი­ნეს. ალ­მენ­დრალე­ხო­ში და მის შე­მო­გა­რენ­ში მსგავ­სი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის მსხვერ­პლი 11-დან 17 წლამ­დე ასა­კის თით­ქმის 30 გო­გო­ნა გახ­და. "ერთ დღეს ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი სკო­ლი­დან სახ­ლში დაბ­რუნ­და და მი­თხრა: "დედა, სა­დღაც ჩემი მკერ­დის სუ­რა­თე­ბი გავ­რცელ­და", - გა­ნუ­ცხა­და BBC-ს მა­რია ბლან­კო რა­ი­ომ, 14 წლის გო­გო­ნას დე­დამ. გო­გო­ნამ დე­დას უთხრა, რომ მსგავ­სი ფო­ტო­ე­ბი არა­სო­დეს გა­და­უ­ღია და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი კლა­სე­ლე­ბის შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბიც გა­მოჩ­ნდა. პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ძი­ე­ბი­სას გა­არ­კვია, რომ სუ­რა­თე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში, WhatsApp-ისა და Telegram-ის სა­შუ­ა­ლე­ბით, ერთი და იმა­ვე ქა­ლა­ქი­დან სულ მცი­რე, 11 ბიჭი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გარ­და ამი­სა, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­გან, რომ­ლის თქმით, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მის­თვის ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვას ცდი­ლობ­დნენ, რათა ფო­ტო­ე­ბი არ გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნათ. მა­რია ბლან­კო რაიო ამ­ბობს, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი კარ­გად არის, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მსხვერ­პლი ამ ამ­ბის შემ­დეგ სახ­ლი­დან აღარ გა­დის. ალ­მენ­დრალე­ხო პა­ტა­რა თვალ­წარმ­ტა­ცი ქა­ლა­ქია, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბაც სულ რა­ღაც 30 ათას ადა­მი­ანს შე­ად­გენს. ეს ამ­ბა­ვი ფარ­თოდ გახ­და ცნო­ბი­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი­დან ერთ-ერთი დე­დის, მი­რი­ამ ალ ადი­ბის ძა­ლის­ხმე­ვით. ის გი­ნე­კო­ლო­გია და პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. ქალ­მა სა­კუ­თა­რი გვერ­დი გა­მო­ი­ყე­ნა, რათა ეს­პა­ნე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცია. პო­ლი­ცია თვლის, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით სუ­რა­თე­ბის ნა­წი­ლი ჯერ კი­დევ ზა­ფხულ­ში შე­იქ­მნა. მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი ფარ­თოდ გახ­და ცნო­ბი­ლი მხო­ლოდ ბოლო დღე­ებ­ში, რო­დე­საც ექიმ­მა ადიბ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც მომ­ხდარ­ზე სა­უბ­რობ­და. "ჩვენ არ ვი­ცო­დით რამ­დე­ნი გო­გო­ნას სუ­რა­თი იყო გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი, იყო თუ არა ატ­ვირ­თუ­ლი მათი ფო­ტო­ე­ბი პორ­ნოგ­რა­ფი­ულ სა­ი­ტებ­ზე. ჩვენ გვე­ში­ნო­და ამ ყვე­ლაფ­რის... თუ თქვენ გახ­დით და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი. თუ თქვენ გაგ­ძარ­ცვეს, მა­შინ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებთ პო­ლი­ცი­ა­ში და არა­ფერს მა­ლავთ, რად­გან და­ზა­რალ­დით. მაგ­რამ სექ­სუ­ა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლებს ხში­რად აქვთ სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბა და იმა­ლე­ბი­ან, თვლი­ან, რომ ეს რა­ტომ­ღაც მათი ბრა­ლია. ამი­ტომ მსურ­და მათ გა­ე­გოთ, რომ ეს მათი ბრა­ლი არ არის“, - გან­მარ­ტა მი­რი­ამ ალ ადიბ­მა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100