სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროპაში გავრცელებული ინფექციის წინააღმდეგ ნებისმიერი ანტიბიოტიკი უძლურია

როგორც The Independent იტყობინება, სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს ევროპაში ახლახან გავრცელებული ახალი ინფექცია, რომლის მასშტაბები წარმოუდგენლად ჩქარა იზრდება. შფოთვის მიზეზი „სუპერბაქტერიების“ დიდი რაოდენობაა, რომელთა წინააღმდეგ ნებისმიერი ანტიბიოტიკი, მათ შორის ყველაზე ძლიერიც, უძლურია. ჟურნალისტი ჯერემი ლორანსი განმარტავს, რომ ინფექციის სწრაფად გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი ახალი წამლების შექმნისადმი ინტერესის დაკარგვაცაა.

ფაქტობრივად განუკურნებელი ინფექციით დაავადებულთა შესახებ ეცვროპაში ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია. ევროპის ეპიდემიოლოგიისა და პროფილაქტიკის ცენტრი იტყობინება, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ბაქტერია K.pneumoniae-სგან გამოწვეი სისხლის მოწამვლას ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკები - კარბაპენემამებიც ვერ შველის.

გაზეთის ცნობით, ყოველწლიურად ევროკავშირის ქვეყნებში განუკურნებელი ინფექციით 25 ათას ადამიანზე მეტი იღუპება. ყველაზე ხშირად ასეთი ინფექციები საბერძნეთში, იტალიაში, უნგრეთში, ბულგარეთსა და კვიპროსში იჩენს თავს. „სწორედ ეს ქვეყნებია ლიდერი ანტიბიოტიკების მოხმარების მხრივაც“, - აღნიშნავს გამოცემა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100