ჩვენი პატრიოტი პროფესიონალების გუნდმა შექმნა "მარშალის გეგმა", რომელიც ქვეყნის განვითარების ყველაზე საქმიანი და რეალური გეგმაა" - გრიგოლ გეგელია
"ლელომ" შექმნა ახალი ფურცელი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში. ჩვენი პატრიოტი პროფესიონალების გუნდმა შექმნა "მარშალის გეგმა", რომელიც არის ქვეყნის განვითარების ყველაზე საქმიანი და რეალური ალტერნატივა, კონკრეტული ხედვებით ქართული საზოგადოების უმთავრეს გამოწვევებზე. ჩვენ პოლიტიკურ დღის წესრიგში დავაბრუნეთ ადამიანი, როგორც პოლიტიკის ცენტრი და ერთიანი, ძლიერი ეროვნული სახელმწიფო, როგორც პატრიოტული მიზანი.
"ლელოს" პარტიული სია, რომელიც საქართველოს საზოგადოებას ჯერაც არნახული მასშტაბებით სთავაზობს ახალ სახეებს, გამოცდილებას და პროფესიონალიზმს, ნათლად ასახავს იმ დიდ სიახლეს, რომელსაც "ლელო" ეწოდება.
სწორედ ეს განახლების წყურვილი გაიმარჯვებს წლევანდელ არჩევნებზე, იმისათვის რომ გაიმარჯვოს ჩვენმა სამშობლოს და თითოეულმა ადამიანმა.
კომენტარი