"რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, იქნება ყველაზე გიჟი, რომელმაც ჩაბნელებული და ქურდულ-უბნური ქვეყნისთვის ყველაზე მეტის გაკეთება მოახერხა" - ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილზე
აი, რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილზე:
"რაც არ უნდა სექტის ლიდერი, წარსულში ჩარჩენილი, გიჟი, უმართავი ეძახოთ, რაც არ უნდა უნგრიოთ ყველაფერი, რაც გგონიათ რომ მას აძლიერებს, ყველას ერთად აღებულს წინ დაგხვდებათ. ათეული წლის შემდეგ, მის მიერ შექმნილით, მისი გაკეთებულით, ყველაზე გიჟურით იდეებით. რაც არ უნდა დაუთვალოთ შეცდომები, გაკეთებული საქმით ყოველთვის აჯობებს საკუთარ შეცდომებსაც კი.
და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, იქნება ყველაზე გიჟი, რომელმაც ჩაბნელებული და წარსულში ჩარჩენილი ქურდულ-უბნური ქვეყნისთვის ყველაზე მეტის გაკეთება მოახერხა. დანარჩენი დროის ამბავია.
Mikheil Saakashvili you are N1"- წერს ტელეწამყვანი.
კომენტარი