სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსამართლე ნემსიწვერიძემ დავით კირკიტაძის ადვოკატების შუამდგომლობა მისი აცილების შესახებ, არ დააკმაყოფილა

ნუნუ ნემსიწვერიძემ, დავით კირკიტაძის ადვოკატების შუამდგომლობა, მოსამართლის აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატები მიიჩნევენ რომ ნემსიწვერიძე პროკურატურის დავალებებს ასრულებს, არღვევს ბრალდებულთა უფლებებს, აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და შეურაცხყოფას აყენებს დეპუტატებს.

შეგახსენებთ რომ დავით კირკიტაძე 2018 წლის 17 დეკემბერს, ველისციხესთან, პოლიციის მიერ მოწყობილი პროვოკაციის გამო დააკავეს.

საქმეს გურჯაანის სასამართლოს მოსამართლე, ნუნუ ნემსიწვერიძე განიხილავს, რომელიც თავის დროზე კორუფციული ეჭვის გამო იყო გათავისუფლებული.

"მე ობიექტური ვარ" - მიიჩნევს ნემსიწვერიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100