ვაკეში სასწრაფო დახმარების მანქანა მუშებს დაეჯახა, არის მსხვერპლი
თბილისში, ჭავჭავაძის სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე ავარდა და მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს დაეჯახა.
შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარი