საქართველოში ხვალ რუსი დეპუტატები ჩამოდიან - ინფორმაცია, რომელსაც არავინ ასაჯაროვებს
საქართველოში ხვალ რუსი დეპუტატები ჩამოდიან - ამის შესახებ დრონი.ჯი-სთან აეროპორტის თანამშრომელმა ისაუბრა, რომლის ვინაობაც კონფიდენციალურია თავისი საქმიანობიდან გამომდინარე.
როგორც სანდო წყარომ გვაცნობა, დღეს მოვიდა ორგანოზატორი, რომელმაც აეროპორტში შეინახა პარკირების ადგილები და წითელი ლენტებით შემოზღუდა, შეუკვეთა ალაფურშეტი და შამპანურები. სწორედ ამ ორგანიზატორისგან გახდა ცნობილი, რომ რუსი დეპუტატები ჩამოდიან საქართველოში და ხვალ დილის 9 საათიდან ემზადებიან დასახვედრად. რეისის ზუსტი დრო უცნობია. დაუზუსტებელი ინფორმაციით დახვედრას ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ მოუწყობს. ორგანიზატორის თქმით დაგეგმილია ლანჩი, რომელზეც ოპოზიციური პარტიის ლიდერები და რუსი დეპუტატები იქნებიან მხოლოდ.
ჩვენ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს ადა მარშანიას, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ ვრცელი კომენტარი გააკეთა:
-პირველად მესმის ამასთან დაკავშირებით თქვენგან. მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ საჭიროა ჩვენი და რუსი დეპუტატების თანამშრომლობა, საჭიროა დაწესდეს სისტემატიური შეხვედრები იმისთვის, რომ დაიძრას გარკვეული პროცესები, მოგვარდეს ის ვითარება, რომელიც ჩვენს შორის გასაგები მიზეზების გამო არსებობს. კარგი იქნებოდა ამგვარი სისტემატიური შეხვედრების ორგანიზება. მე რომ მცოდნოდა მათი ჩამოსვლის შესახებ, არ დაგიმალავდით. აი, მაგალითად ოქტომბრის 15-ში ჩამოდიან და გვექნება შეხვედრა, არ დავმალავ ნამდვილად, რაზე იქნება იქ საუბარი.
-და რაზე ისაუბრებთ?
-რა თქმა უნდა სოხუმსა და ცხინვალზე, ასევე მცოცავ ოკუპაციასა და საზღვრებზე - ჩვენ ყოველთვის ამაზე გვექნება საუბარი.
კომენტარი