რა ეტაპზეა გამოძება 8 მაისს დაკარგული გოგონას საქმეზე და ვინ იპოვეს გურამიშვილის მეტროსთან?
“სოციალურ ქსელში ანა ფეიქრიშვილის ფოტოები ბრცელდება, რომელიც 8 მაისს სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. თუ ვინმეს გეცნობათ, ან სადმე გყავთ ნანახი, დაგვიკავშირდით ჩვენს ფეიბუქ გვერდზე. ერთად დავეხმაროთ ანას ოჯახს”- ამ განცხადებითაა ეს დღეები აჭრელებული სოციალური ქსელი. ყველა დაინტერესებულია, რომ დაკარგული გოგონა რაც შეიძლება მალე იპოვონ. დრონი.ჯი-ს რედაქციაში ამ დილით შემოვიდა ქალბატონის ზარი, რომელმაც ასეთი ამბავი მოგვიყვა:
„სამშაბათ დღეს მეტრო გურამიშვილის ტერიტორიაზე კბილის ექიმიდან გამოვედი და დავინახე ხალხი იყო შეგროვილი, ადგილზე იმყოფებდოა სასწრაფო და საპატრულო დახმარების ეკიპაჯები. შუაში შავ-თმიანი გოგონა იჯდა და ვიკითხე რა ხდებათქო. ხალხმა მითხრა, რომ გოგონას მეხსიერების პრობლემა აქვს და ვერ იხსენებს ვინ არის და სად ცხოვრობსო, იმის მერე ეხლა ეს განცხადება ვნახე ფეისბუქზე და დაგიკავშირდით იქნებ დაგეხმაროთ, ასევე დავრეკე მითითებულ ნომერზე ოჯახის წევრიაო ეწერა, მაგრამ იმ ბიჭმა ასე მითხრა არვიცი არაფერიო, მე უბრალოდ ოჯახის ახლობელი ვარო ამბავიც არ მომაყოლა, ვერ მივხდი ვინ იყო ამიტომ თქვენთან დავრეკე“.
დრონი.ჯი შემოსული ზარის შემდეგ შეეცადა გაერკვია აღნიშნული ამბავი. დავრეკეთ „112“-ში, სადაც განგვიცხადეს, რომ შემოსულ ზარებზე ინფორმაციას ვერ გასცემენ და შსს-ს ეხება აღნიშნული გამოძიება.
შსს-ში აცხადებენ რომ გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობას და გოგონა ჯერ არ უპოვიათ, რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტზე, რაც მოქალაქემ გვაიმბო, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ და გვირჩიეს საპატრულო პოლიციაში გაგვერკვია თუ ვინ იყო მისული ადგილზე.
საპატრულო პოლიციაში აცხადებენ, რომ შემთხვევა, რომელიც გურამიშვილის მეტროსტთნ მოხდა სულ სხვა შემთხვევაა, გოგონა ფსიქიურად იყო ავად დაიკარგა და ის უკვე მშობლებთანაა.
დრონი.ჯი ასევე დაუკავშირდა იმ ოჯახის ახლობელს, რომლის ნომერიცაა მითითებული და რომელზეც იმ ქალბატონმა დარეკა, რომელმაც ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდა. აღნიშნულმა პირმა ზუსტად ანალოგიური პასუხი გაგვცა ჩვენც, რატომღაც ინფორმაციის გაღება-მიწოდებაზე უარი განგვიცხადა.
ჩვენ ასევე დავრეკეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, სადაც გვითხრეს რომ სამაშველო და სახანძრო დაწესებულებებში არანაირი ზარი არ შემოსულა გოგონას დაკარგვასთან დაკავშირებით. პრეს-სამსახურმა დრონი.ჯისთან საუბარში აღნიშნა, რომ თუ ხანგრძლივი ძებნის შემდეგ გოგონა ვერ იპოვეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გახდეს ჩვენი ჩართვა საჭირო გამოძიებაში.ჯერ-ჯერობით კი ამის საფრთხე არ არის.
კომენტარი