სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სნო-ახალციხე-ჯუთას გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2,4 მილიონი ლარი დაჯდება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, პატრიარქის რეზიდენციასთან მისასვლელი გზის, სნო-ახალციხე-ჯუთას გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2,4 მილიონი ლარი დაიხარჯება. რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სნო-ახალციხე-ჯუთას 4-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სანიაღვრე არხების შეკეთებას, ხელოვნური ნაგებობების მოწყობას და სავალ ნაწილზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს. პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც 2,4 მლნ ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

გზის აღნიშნული მონაკვეთი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 120-ე კილომეტრთან, სოფელ აჩხოტში იწყება, მთაგორიან რელიეფში გადის და სოფელ სნოს ბოლოში, პატრიარქის რეზიდენციასთან მთავრდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100