რუსების დახმარებით 2008 წლის ომზე ფილმს აფხაზებიც იღებენ (ვიდეო)
აფხაზეთში 2008 წლის აგვისტოს ომზე მხატვრულ ფილმს იღებენ. ამის შესახებ ცხინვალური მედია იუწყება.
როგორც ჩანს, საქართველოში გადაღებულმა ,,აგვისტოს 5–მა’’ დღემ აფხაზეთი ისე “მოხიბლა”, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით კონტრფილმის გადაღება თვითონაც გადაწყვიტა.
ფილმის გადაღება ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჭლოუში მიმდინარეობს, სადაც მთავარი როლის შემსრულებლებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს. სცენარის მიხედვით, მთავარი გმირი ქალის 7 წლის ვაჟი 2008 წლის აგვისტოში არდადეგებზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა და დედა მის მოსაძებნად ჩადის.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტი კინოს მხარდაჭერის რუსეთის სახელმწიფო ფონდმა სოციალურად მნიშვნელოვან 13 ფილმს შორის შეიტანა და გადაღებისთვის საჭირო თანხაც ამავე ფონდიდან გამოიყო. ფილმის რეჯისორი წარმოშობით უზბეკი, ჯანიკ ფაიზიევია.რაც შეეხება სცენარის სხვა დეტალებს, ისინი ამ დრომდე არ ხმაურდება.
კომენტარი