როგორ ბოდიშს პირდება შალვა რამიშვილი გიორგი გაბუნიას?
შალვა რამიშვილის პირველმა გადაცემამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ხმაური იყო გუშინ ფეისბუქზეც. აღნიშნულ ფაქტს რამიშვილი დღეს გამოეხმაურა.
„შემდეგ შოუში შაბათს 22 საათზე იხილეთ ჩემი გრანდიოზული ბოდიში. მე მინდა ეს ბოდიში რომ გიორგისთან და ქართულ საზოგადოებასთან პირნათელი ვიყო და ჭუჭყი ჩამოვირეცხო“ - წერს შალვა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. მოგეხსენებათ ფეისბუქ გვერდის „გიორგი გაბუნია *ლე ხარ“ - ის შესახებ გუშინდელ გადაცემაში საუბარი, შალვას წინააღმდეგ გამოთქმული უკმაყოფილების მთავარი მიზეზი იყო.
კომენტარი