ბიულეტენების ნაკლებობა და პირველი დარღვევები საპრეზიდენტო არჩევნებზე
არასამტავრობოები საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ პირველ დარღვევებზე საუბრობენ.
„10 საჩივარი და 13 შენიშვნაა დაწერილი. დაფიქსირებულია შემდეგი ტიპის დარღვევები: დარღვევა დამკვირვებლის შეშვებასთან დაკავშირებით, უბნის დაგვიანებით გახსნა, ფუნქციების განაწილება წილისყრის გარეშე, დროის მითითება საკონტროლო ფურცლის გარეშე.“ - განაცხადა საიას თავმჯდომარემ ჟურნალისტებტან საუბრისას.
დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „მრავალენოვანი საქართველოც“ მათი განცხადებით ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესვლის პრობლემა შეექმნა. გარდა ამისა „მრავალენოვანი საქართველო“ იუწყება, რომ ეროვნული უმცრესობებით დასახლებულ რეგიონებში საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების ნაკლებობა შეინიშნება.
ზემოაღნიშნული დარღვევები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების გახსნიდან 1-2 საათის განმავლობაში.
კომენტარი