სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ ვერ აღწევს ზოგიერთი ნიჭიერი ადამიანი წარმატებას?

„რატომ ვერ აღწევს ზოგიერთი ნიჭიერი ადამიანი წარმატებას? - ამ შეკითხვამ დააფიქრა ბენჟამინ სტაინსი, რომელიც იყო პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის სფიჩრაითერი (ტექსტების შემდგენელი) და ჰოლივუდის სცენარისტი. რამდენიმე წლიანი დაკვირვებებისა და კვლევის შემდეგ მან ჩამოაყალიბა 8 განსხვავება წარმატებულ და ხელმოცარულ ადამიანებს შორის.

საკუთარი თავის მოტყუება. ხელმოცარულნი მუდამ ტყუვდებიან საკუთარ თავში. ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს წარმატებას სხვების უნამუსოდ მოტყუებით, მაგრამ არ შეიძლება გამუდმებით საკუთარი თავის მოტყუება იმით, თუ რა ადგილი გიკავია ცხოვრებაში, ან როგორ მიდის საქმეები და ამით წინსვლა.

არაპროდუქტიულობა. ამ ცხოვრებაში პროცენტები ემატება ან ფულს ანდა ადამიანური შრომის სახით ჩადებულ კაპიტალს. წარმატება მიიღწევა მხოლოდ დაჟინებით და ყოველდღიური დაუღალავი შრომის ფასად. ხელმოცარულნი ცხოვრობენ ამ ჭეშმარიტების შემეცნების გარეშე.

მეგობრების მიმართ უსამართლობა. ხელმოცარული ადამიანები არიან მეგობრულები და მადლიერნი იმათი, ვინც მათ არაფერში სჭირდებათ. მათ მიმართ კი, ვინც კარგად ექცევა უყურადღებობასა და უმადურობას იჩენენ. მათ არ შეუძლიათ მეგობრების გაჩენა და ვერ აყალიბებენ ურთიერთობებს.

მავნე ჩვევები. ხელმოცარული ადამიანები პათოლოგიური უზრდელები არიან. ისინი უგულებელყოფენ წესებს, იგვიანებენ შეხვედრებზე, არღვევენ დადებულ ხელშეკრულებებს და ავიწყდებათ მადლობის მოხდა საჩუქრისთვის. მათ არ შეუძლიათ საკუთარი შეცდომების და იმის აღიარება, რომ რამეში ცდებოდნენ.

ჩაცმის არცოდნა. ხელმოცარულებს უგემოვნობა გამოარჩევთ. ისინი მიდიან გასაუბრებაზე ჰალსტუხის გარეშე კედებით. წვეულებებზე ისინი დადიან ჯინსებით, რითიც თითქოსდა არსებული მოდის მიმართ საკუთარ უარყოფას გამოხატავენ. სინამდვილეში, ისინი ამით მხოლოდ იმას უსვამენ ხაზს, რომ მათი ადგილი იქ არ არის.

უხასიათობა. ხელმოცარულ ადამიანებს ყოველთვის გამოარჩევთ მჭმუნვარე და უკმაყოფილო გამოხედვა. მათ არ მოსწონთ საკუთარი სამსახური, არ მოსწონთ საკუთარი ცხოვრება. ისინი სხვებს სულელებად ან თაღლითებად მიიჩნევენ და ყველაფერში ხედავენ ფინტსა და შეთქმულებას. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ საკუთარი დაუსრულებელი უიმედობით საკუთარ თავში ხელმოცარულ პიროვნებას ამჟღავნებენ.

ზედმეტი კამათი. ხელმოცარულებს უყვართ კამათი მხოლოდ კამათის გამო. ისინი არ აფასებენ დროს. კამათის გამოწვევით მათ სურთ სხვების წინაშე საკუთარი მჭევრმეტყველებით თავის მოწონება. ეს დიდი შეცდომაა. საქმიან ადამიანებს დრო არ აქვთ უაზრო კამათისთვის.

საქმის სამომავლოდ გადადება. ხელმოცარულ ადამენებს არ შეუძლიათ პრიორიტეტების დასახვა. მათ არ სურთ გაიგონ, რომ პრიორიტეტები აუცილებელია. დრო არ კმარა ყველეფრისთვის, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რაც მთავარია. ამიტომ ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმის გადადება მეტად მნიშვნელოვანი საქმის სანაცვლოდ მსხვერპლის გაღებას კი არ ნიშნავს, არამედ მომგებიან გარიგებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100