სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინს უბედურება მოაქვს - თანაც ისე, რომ ციდან არ ეშვება

ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის 12-წლიან პერიოდში ქვეყანაში არაერთი ტრაგედია დატრიალდა, რომელთაგან ერთ-ერთიც კი ბევრ ცივილურ ქვეყანაში სახელმწიფოს მეთაურს ახლო პერსპექტივაში პოლიტიკური კარიერის გაგრძელების თაობაზე ფიქრის უფლებასაც კი არ მისცემდა.

მიუხედავად იმისა, რომ ატომური წყალქვეშა გემი „კურსკი“ ჯერ კიდევ 2000 წელს ჩაიძირა, როცა პუტინი „ახალბედა პრეზიდენტი“ იყო, მისი და მის მიერ შექმნილი სახელმწიფო სისტემის დამოკიდებულება მსგავსი ტრაგიკული მოვლენების მიმართ არ შეცვლილა - წერს რუსული და უცხოური მედია.

გულგრილობა, სიმართლის მაქსიმალურად მიჩქმალვის მცდელობა, ზეწოლა მათზე, ვინც რეალობის დემონსტრირებას ცდილობს... ეს ფაქტორები ყველა ამ ტრაგედიას ახლდა თან, განურჩევლად იმისა, ის ბუნებრივად, ხელისუფლების ბრალითა თუ მისი ბრალის გარეშე მოხდა.

შედეგად, რუსეთში, გლოვის დღეს, უკვე წელიწადში 16-ჯერ აღნიშნავენ.
თუმცა მოსახლეობის მხრიდან ის ნდობის დეფიციტი, რომელიც კრიმსკის ტრაგედიამ გამოავლინა, შესაძლოა, პუტინისათვის საბედისწერო აღმოჩნდეს - წერენ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.

კრიმსკის ტრაგედიამ ვლადიმერ პუტინის რეიტინგზე პირდაპირი გავლენა მოახდინა. სწორედ ამ პერიოდში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა ცხადყო, რომ მისდამი ნდობა კატასტროფულ ზღვარზეა დასული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეალურად, ათასობით მსხვერპლის ფონზე, ოფიციოზი და კრემლის მიერ კონტროლირებული მედია აცხადებს, რომ დამანგრეველი სტიქია წვიმამ გამოიწვია და მას 171 ადამიანზე მეტი არ უმსხვერპლია.

ხელისუფლებამ დახურა საიტი, რომელზეც კრიმსკელები ტრაგედიის შესახებ სინამდვილეს წერდნენ, ვლადიმერ პუტინმა კი ადგილზე ჩასვლა წინასწარი, კარგად „დაზვერვის“ შემდეგ ინება, - მომხდარიდან ერთი კვირის თავზე, მანამდე კი ტრაგედიას „ციდან სწავლობდა“.

სწორედ ამასთან დაკავშირებით ბლოგებზე გავრცელდა კიდეც ფოტოები, რომლებიც მსგავსი მოვლენებისადმი ორი პრეზიდენტის დამოკიდებულებას ასახავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100