უკრაინაში სომეხი პედოფილი დააკავეს
კიევში სამართალდამცავებმა სომხეთის მოქალაქე, 24 წლის მიხაილ აკოფიანი დააკავეს. ეს უკანასკნელი აყაჩაღებდა და სექსუალურად ძალადობდა არასრულწლოვნებზე.
მოძალადეზე გარკვეული ინფორმაცია უკვე გავრცელდა. როგორც ცნობილია აკოფიანი უკანასკნელი თვეების მანძიზლე ლვოვში ცხოვრობდა. იგი ლვოვის სამართალდამცავებმა ქურდობის გამო დააკვეს, მაგრამ მას პირობითი სასჯელი მიესაჯა და ქალაქის დატოვების უფლება არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მან დამალვა კიევში გადაწყვიტა და ამიტომ ესტუმრა დედაქალაქს. მან საცხოვრებელი სახლი ხარკოვის რაიონში დაიქირავა და სწორედ თავისივე სახლში იქნა დაკავებული.
როგორც ცნობილია, აკოფიანის სახლის წინ საჯარო სკოლა გახლდათ. ქუჩის ბოლოში კი მიტოვებულ შენობასთან პედოფილი 13-14 წლის გოგონებს ელოდებოდა, აყაჩაღებდა და ძალადობდა მათზე.
ხმაური დაზარალებული გოგონების მშობლებმა ატეხეს. საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ და აკოფიანი დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთი მცდელობისას დააპატიმრეს. ამ დროისათვის გამოძიება მიმდინარეობს. რამდენანადაც ცნობილია, შესაძლოა აკოფიანის საქმეში რამდენიმე მკვლელობაც ჩაინიშნოს.
კომენტარი