სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს ემოციური იქნებით, ოცნება შეიძლება რეალობად გექცეთ. რაც დაგეგმილი გაქვთ შეასრულეთ . საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კურო

აუცილებლად შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე. დღეს რაც არ უნდა მოხდეს არ მიაქციოთ ყურადღება.

ტყუპები

საკუთარი მიზნების მისაღწევად შეეცადეთ, მონახოთ თანამოაზრენი. ენდეთ თქვენს გონებასა და ინტუიციას, მაშინ კი თქვენს სურვილებს, გზას ვერავინ და ვერაფერი გადაუღობავს. ეცადეთ საღამო სასიაოვნო ატმოსფეროში გაატაროთ.

კირჩხიბი

ნუ იქნებით ამბიციური. თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ და სწორად შეაფასებთ მოვლენებს, წარმატებას სწრაფად მიაღწევთ. საღამოს სასიამოვნო ამბავს გაიგებთ.

ლომი

შესანიშნავი დღეა საქმიანი შეხვედრებისათვის. გაითვალისწინეთ ის ადამიანი , ვინც მხარში გიდგათ. მოერიდეთ მწარე და მარილიან საჭმელებს.

ქალწული

მთელი დღის განმავლობაში მოგიწევთ ურთიერთობების მოწესრიგება მშობლებთან ან უფროსებთან. შესაძლოა, მიიღოთ ძალიან სოლიდური შემოსავალი, რომლის დახარჯვასაც მაშინვე არ გირჩევთ.

სასწორი

დღეს ფულის შოვნის არაჩვეულებრივი შანსი მოგეცემათ. ნუ გაუშვებთ მას ხელიდან. თქვენს წარმატებულ კარიერას მხოლოდ გაუწონასწორებელმა ხასიათმა შეიძლება შეუშალოს ხელი. თუ ემოციებს ვერ იმორჩილებთ, ჯობს ხელმძღვანელობასთან პოლემიკას მოერიდოთ.

მორიელი

დღეს ყურადღების ცენტრში იქნებით. თქვენით ყველგან აღფრთოვანებულები იქნებიან. ამიტომ იყავით აქტიური, თამამად განახორციელეთ დასახული გეგმები. პირად ცხოვრებაში რადიკალური ნაბიჯებისგან თავი შეიკავეთ.

მშვილდოსანი

მხოლოდ გრძელი და ხარისხიანი სამუშაო მოგიტანთ შედეგებს. ოჯახური ურთიერთობები მცირე ხნით უკანა პლანზე გადავა. სიფრთხილე გამოიჩინეთ სასიყვარულო ისტორიებში.

თხის რქა

მოთმინებით აღიჭურვეთ და დაიცადეთ, ვიდრე ბედის ქალღმერთი კვლავ ღიმილით შემოგხედავთ. დრო ბევრი გაქვთ. შეგიძლიათ შორს გამიზნულ საქმეს მოჰკიდოთ ხელი. დღის ბოლოს შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

მერწყული

წარმატებული დღე გელით. ყურადღება გაამახვილეთ პროფესიულ საკითხებზე. საღამო თქვენთვის საინტერესო საზოგადოებაში გაატარეთ. კარგი იქნება, თუ მხიარულ წვეულებას მოაწყობთ. რადიკალურ ნაბიჯებს ერიდეთ.

თევზები

კრიტიკულ მდგომარეობაში ხართ, ასე გგონიათ ბედმა ზურგი გაქციათ. ფარ–ხმალს ნუ დაყრით, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100