სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკამ ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის რადარისათვის ქვეყანა ვერ შეარჩია

ამერიკის შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის რადარის განთავსების ადგილი, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რადგან პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაციას უჭირს გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელ ქვეყანაში განათავსოს იგი. თურქეთში რადარის განთავსების წინააღმდეგ რამდენიმე რესპუბლიკელი სენატორი, მათ შორის ჯონ კაილი და მარკ კირკი გამოდიან. ჰილარი კლინტონისთვის გაგზავნილ წერილში მათ აღნიშნეს, რომ ანკარის მიერ წარმოყენებული პირობები არ მოსწონთ, კონკრეტულად კი ის მოთხოვნა, რომ ამ რადართან დაკავშირებული მონაცემები ისრაელს არ უნდა გადაეცეს.

„რადარის განთავსების ადგილთან დაკავშირებით ჯერ–ჯერობით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, თურქეთის ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ“, განუცხადეს ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, სტამბულში ვიზიტისას. თუმცა, როგორც ერთ–ერთმა მათგანმა აღნიშნა, არ ელიან, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მიმდინარე ვიზიტის დროს მოხდება. „რადარის განთავსების რამდენიმე ვერსიას განვიხილავთ და ამასთან დაკავშირებით ანკარას ჩვენს შეხედულებებს ვუზიარებთ“, – განაცხადა მან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100