სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ამბასადორი გოლფ კლუბში“ „ფანთაიმის“ ფოტოკონკურსის დაჯილდოვება გაიმართა

„ამბასადორი გოლფ კლუბში“ „ფანთაიმის“ ფოტოკონკურსის დაჯილდოვება გაიმართა ინტერნეტჟურნალ „ფანთაიმის“ ფოტოკონკურსის, „ფანშუთის“შედეგები ცნობილია. ფოტოკონკურსში გამარჯვებულების დაჯოლდოება კაჭრეთში,„ამბასადორი გოლფ კლუბში“ გაიმართა.

ინტერნეტ მომხმარებელთა გადაწყვეტილებით, პირველ ადგილზე თამარ ზოიძე გავიდა. მეორე ადგილი სოფო ჯერენაშვილმა დაიკავა, მესამე ადგილი - ანაძაბირაძემ.

18-25 წლამდე გოგონებს შორის შესარჩევი კონკურსი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. „ფანთაიმის“ წარმომადგენლის, თინათინ გოგაშვილის თქმით, „ხმისმიცემა 3 ვარსკვლავიანი პრინციპით იყო შესაძლებელი; 100კ ონკურსანტიდან, ფინალში 12 გადავიდა. ერთი ვარსკვლავი ერთქულას შეესაბამებოდა“. დაჯილდოვება კაჭრეთში „ამბასადორ გოლფ კლუბში“ გაიმართა,რომელიც კონკურსის მთავარი სპონსორია. ფოტოკონკურსის გენერალური სპონსორი „დელფოსი“, სპონსორებიკი სამედიცინო ესთეტიკის ცენტრი „ბელნატურ ჯორჯია“ და „ბოდიიმიჯი“ გახლდათ. „ფანშუთის“ სპონსორი ასევე იყო დიზაინერი, თინათინ მაღალაშვილი, რომელმაც სპეციალური პრიზი დააწესა.3 გამარჯვებულთან ერთად, კომპანიებმა საკუთარი სიმპათიებიც დაასახელეს. „ფანთაიმის“ სიმპათიის ტიტული „იმედის“

ჟურნალისტმა, ინგა შანიძემ მოიპოვა. „ფანთაიმის მეგობრის“ მუზალელა გვიჩიანი გახდა, რომელმაც ასევე მოიპოვა სამედიცინო ესთეტიკური ცენტრის, „ბელნატურის“ სიმპათიის ტიტული. გარდაამისა, „დელფოსის“ სიმპათიის ტიტული ლუბა სლაბადენიუკსერგო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100