სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Clearstream ბანკმა საქართველოს ბანკში ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისა და შენახვის (custody) ანგარიში გახსნა

თბილისი, 21 დეკემბერი, 2015 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, Clearstream ბანკის მიერ საქართველოს ბანკში ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისა და შენახვის ანგარიშის გახსნის შესახებ. შედეგად, საქართველოში სამთავრობო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები დაემატა Clearstream ბანკის არსებული ფასიანი ქაღალდების ჩამონათვალს, რაც შესაძლებლობას მისცემს რეზიდენტ და არარეზიდენტ ინვესტორებს მარტივად განახორციელონ ოპერაციები ქართულ ფასიან ქაღალდებზე Clearstream ბანკის მეშვეობით.

Clearstream ბანკი მნიშვნელოვანი მოთამაშეა მსოფლიოს ფასიანი ქაღალდების მომსახურების ინდუსტრიაში და მას მუდმივად მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს. Clearstream-ი საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარია (ICSD) და საერთაშორისო ბაზარზე ემსახურება 2,500 აბონენტს 110 ქვეყანაში პოსტ-სავაჭრო ინფრასტრუქტურისა და ფასიანი ქაღალდებით მომსახურების სფეროში.

###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 34.7%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 32.7%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.9%) მიხედვით (2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.9 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 260 სერვისცენტრის, 703 ბანკომატისა და 2,284 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100