სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკური ზეწოლაა

მიმაჩნია, რომ მერაბიშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკური ზეწოლაა-ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა დრონისთან საუბრისას განაცხადა.

„სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ ერთადერთი მოქმედი ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანს, ყოფილ პრემიერს მსგავს ბრალდებებს უყენებენ. მერაბიშვილს ყალბი პასპორტით ქვეყნიდან გაქცევა, რომ დააბრალეს ეს იმას ნიშნავს, რომ უნდათ მისი და მთლიანად ოპოზიციის წნეხის ქვეშ ყოლა.

იგივე ჯაჭვის, ერთ-ერთი რგოლი გახლავთ გუშინ გოგა გაჩიძის მშობლების ქონების დაყადაღების ფაქტი. ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა.

თუ კი კბილაშვილის განცხადებებს გავიხსენებთ, არ გამოვრიცხავ, პირიქით მოსალოდნელია, რომ მსგავსი ზეწოლა ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებზეც განხორციელდეს.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის იმასთან რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა მოითხოვს“-განაცხადა დავით დარჩიაშვილმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100