სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შვედეთის კინოცენტრის დირექტორის, ანა სერნერის ლექცია ეროვნულ კინოცენტრში

შვედეთის კინოცენტრის დირექტორი ანა სერნერი საქართველოში ჩამოდის.

14 ივნისს იგი შვედეთის ელჩთან, მარტინა ქუიკთან ერთად საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორს, ზურაბ მაღალაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც ეროვნულ კინოცენტრში (მის: სანაპიროს #4 ) 15:00 საათზე ანა სერნერი ჩაატარებს ლექციას თემაზე "ქალების ინტეგრაცია კინემატოგრაფში".

ლექციას ცნობილი ქართველი რეჟისორი ქალები და სტუდენტები დაესწრებიან.
ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100