"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო... თუ შეიძლებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით ბავშვების გადარჩენა, მზად ვიყავი"
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ მომხდარი მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv.ge ავრცელებს.
„მომხდარი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო. თუ შეიძლებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით მათი გადარჩენა, მზად ვიყავი ამისთვის. ის გარემოება, რომ ცხოვრებისგან არავინაა დაზღვეული, მეც გამიგია. ვიზიარებ მშობლების მწუხარებას, ტრაგედიას. ბევრი ოჯახი განადგურდა ამით.
ადვოკატების პოზიციას ვეთანხმები, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, ჩემთვის გისოსები მეორეხარისხოვანია მომხდართან დაკავშირებით.“- განაცხადა სუბელიანმა.
კომენტარი