კიმზი
მასალა:
1 კილოგრამი კომბოსტო
3 სუფრის კოვზი მარილი
1 თავი საშუალო ზომის ხახვი
1-2 კბილი ნიორი
წითელი დანაყილი პილპილი
ძმარი
კომბოსტო დავჭრათ თხელ ზოლებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ რამდენიმე საათი. ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და შევურიოთ წითელი პილპილი. შემდეგ ყველაფერი შევურიოთ დამარილებულ კომბოსტოს, გადავიტანოთ ქოთანში, ზემოდან დავადოთ სიმძიმე და დავტოვოთ 2-3 დღით. თუ კერძი სუფრაზე მომზადების დღეს მიგვაქვს დავამატოთ ძმარი.
კომენტარი