სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აზიის ერთ-ერთმა წამყვანმა პირდაპირი გაყიდვების კომპანია QNET-მა თბილისში პრესკონფერენცია გამართა

აზიის ერთ-ერთმა წამყვანმა პირდაპირი გაყიდვების კომპანია QNET-მა, რომელიც მომხმარებლებს ფართო სპექტრის გამაჯანსაღებელ პროდუქციას სთავზობს თბილისში პრესკონფერნცია გამართა.

QNET-ის აღმასრულებელ დირექტორს, თურქეთის და კავკასიის რეგიონის გენერალურ მენეჯერსა და ადგილობრივ წარმომადგენელს პრესკონფერენციის მსვლელობის პერიოდში, საშუალება ჰქონდათ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვებისთვის ეპასუხათ.QNET-ი საქართველოში 2014 წელს დაფუძნდა, მათ ბაზაში დაახლოებით 20 000 ადამიანია დარეგისტრირებული.მათ პოპულარულ პროდუქტს საქართველოში სამოგზაურო პაკეტები, შვეიცარიის საათები და ელექტრონული სწავლების კურსები წარმოადგენს.QNET-ის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი წელს, ჯანსაღი კვების პროდუქტებზე და სახის მოვლის საშუალებებზე ფოკუსირებას გეგმავენ.

კომაპნიის მენეჯმენტის ჯგუფს მტკიცედ სწამს, რომ ადამიანებს ფინანსურ თავისუფლებაზე მეტად არაფერი აძლიერებს.„ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ბიზნესია საქართველოში და აქედან გამომდინარე, კარგად არ არის გათვიცნობიერებული. ამიტომ ზოგიერთი არაკეთისინდისიერი დამოუკიდებელი წარმომადგენელი სარგებლობს ინფორმაციის ნაკლებობით, ასევე ხელს უწყობს და ავრცელებს ფინანსური პირამიდის სქემებს პირდაპირი გაყიდვების საფარქვეშ“-განუცახადა ჟურნალისტებს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ტრევორ კუნამ.

მოგეხსენებათ, სართველოში აღნიშნული კომპანია უნდობლობით სარგებლობს და აქედან გამომდინარე არაერთი კითხვა არსებობს მათი მისამართით. ჟურნალისტებმა კონფრენციაზე QNET-ის წარმომადგენლებს საკმაოდ კრიტიკული კითხვები დაუსვეს, თუმცა, როგორც კომპანიის მენეჯმენტის ჯგუფმა აღნიშნა, ეს მათთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.

კომპანიის წარმომადგენელმა საქართველოში, იასე ზაუტაშვილმა პრეზენტაციის დროს, სახვადასხვა საქველმოქმედო და სათემო განვითარების ინიციატივებზე ისაუბრა, კერძოდ, ფონდი ყურადღებას ამახვილებს სამ სვეტზე- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და სპეციალური საჭიროებების, თემის კეთილდღეობის და თემის განვითარების პროექტებზე.კონფერენციაზე ჟურნალისტების მთავრი კითხვები მათი კომპანიის იმიჯს და საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას შეეხებოდა.

ამასთან დაკავშირებით, QNET-ის ოფიცილურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამწუხაროდ საზოგადოებაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თუმცა აუცილებლად მოხდება ამაზე შესაბამისი რეაგირება.მათივე განცხადებით, აუცილებელი და დასაჭიროა ტრენინგები და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

„მთავრია დავინახოთ საიდან მოდის ნეგატიური შეფასება, ამის შემდეგ მივიდეთ წაყროსთან და გამოვასწოროთ ის, რაც მათ ნაგტიურ ფონს უქმნის, ადამიანები ხშირად არ იცავენ იმ წესებს , რომელიც კომპანიას თავისთვის აქვს შემსავებული. QNETI-ი არაეთიკური პრაქტიკის მსხვერპლი გახდა, რამაც გარკვეული ცრუ წარმოდგენა შექმნა, მე ვსარგებლობ შესაძლებლობით, რომ გითხრათ ეს კომაპნია არ არის სწრაფად გამდიდრების სქემა. გარდა პროდუქციისა, ჩვენ ვთავაზობთ ბიზნეს შესაძლებლობებს იმათ, რომლებიც დაინეტერესებულნი არიან გაყიდონ ჩვენი პროდუქცია და მიიღონ საკომისიო ამ გაყიდვებით“-განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100