სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიდევ ერთი აფეთქება თბილისში - გაზის გაჟონვის შედეგად წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

კიდევ ერთი აფეთქება თბილისში - ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად წყლის გამაცხელებელი აფეთქდა გეთიას ქუჩაზე, რასაც ხანძარი მოჰყვა. მთლიანად დაიწვა დამხმარე ნაგებობა.

აფეთქებას გადაურჩა თბილისში დილით კიდევ ერთი კორპუსი, ამ წუთებში „ყაზტრანსგაზმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელს შეუწყვიტა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ბუნებრივი აირი მთელი ღამის განმავლობაში ჟონავდა. პირველ სართულზე მცხოვრები მოქალაქეების მტკიცებით, მათ ინტოქსიკაცია მიიღეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100