სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლს კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლს ბათუმში კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს.

გიორგი პაპუაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ გიორგი პაპუაშვილი არა კონსტიტუციას, არამედ საკუთარ მეგობრებს იცავს.

აქციის მონაწილეებმა წითელი საღებავით სახლის შესასვლელთან ხელები დახატეს და განაცხადეს, რომ "წითელი ხელები "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი რეჟიმის სიმბოლოა".

აქციას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ხელმძღვანელობს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი 9-თვიან პატიმრობასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული, რაც ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100