სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა მელია ვაშლიჯვრის მოსახლეობას შეხვდა

თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს, ვაშლიჯვირის მოსახლეობას გოძიაშვილის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირზე არსებული გზაჯვარედინის რეკონსტრუქციის პროექტი გააცნო.
პროექტის მიხედვით, აშენდება ახალი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ესტაკადა, რომლის საშუალებით, ვაშლიჯვრიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით შუქნიშანზე შეუჩერებლად იმოძრავებენ.
აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნის გაუქმება მნიშვნელოვნად განტვირთავს ვაშლიჯვარში მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და მოძრაობა უწყვეტ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.
ნიკა მელიას თქმით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში აღნიშნული პროექტი ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც დედაქალაქში განხორციელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100