სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სენაკის საკრებულოს ყოფილი წევრი, 31 წლის თათია ჯინჯოლავა გარდაიცვალა

სენაკის საკრებულოს ორი მოწვევის წევრი, 31 წლის თათია ჯინჯოლავა, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ორ კვირაზე მეტხანს იმყოფებოდა ჰოსპიტალში, ბოლოს კი აპარატზე იყო შეერთებული და როგორც ოჯახს უთხრეს ნაწლავური ჭიით ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი მშობლების სახლში რუსთავში გადაასვენეს. ბოლოს იგი ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100