მექსიკის ციხიდან 132 პატიმარი გაიქცა
მექსიკა-აშშ-ს საზღვარზე მდებარე სასჯელაღსრულებითი ორგანოდან 132 პატიმარი გაიქცა.
ქალაქ პიედრას-ნეგრასის ციხეში სასჯელს სულ 738 პატიმარი იხდის, გუშინ ღამით კი აღნინული პატიმრებიდან 132-მა მათგანმა ციხეს კანონდარღვევით დააღწია თავი.
გამოძიების თანახმად პატიმრები მიწისქვეშა გვირაბის მეშვეობით გაიქცნენ, რომელიც თავად გაჭრეს. გვირაბის სიგრძე 7 მეტრი, სიგანე კი 1,2 მეტრი გახლავთ.
არ არის გამორიცხული, რომ პატიმრებმა მცველები მოისყიდეს. პატიმრებზე სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელების სანაცვლოდ კი ჯილდო, 15 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით, არის დანიშნული.
სამართალდამცავებმა აშშ-ს ხელისუფლებაც გააფრთხილეს, რადგან დიდია შანსი იმისა, რომ პატიმრებმა საზღვარი გადალახეს. დაკავებულია ციხის უფროსი და მისი ორი თანაშემწე.
რამდენიმე საათის წინ კი ოთხი გაქცეული პატიმარი პოლიციასთან შეჯახების შედეგად გარდაიცვალა.
აღნიშნული გაქცევა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მასშტაბური შეთქმულებაა, რომლის განხორციელებაც დამნაშავეებმა საკმაოდ მარტივად მოახერხეს. ამ დროისათვის გამოძიება გრძელდება და დეტალური ინფორმაცია უახლოეს მომავლაში გახდება ცნობილი.
კომენტარი