აფეთქების შედეგად სოხუმში ერთი ადამიანი დაიღუპა
„ექსპერტთა კლუბი“, „რია ნოვოსტიზე“ დაყრდნობით იტყობინება, რომ სოხუმში, სინოპის რაიონში, სასტუმრო „აიტართან“ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. სავარაუდოდ, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობით ააფეთქეს. ავტომანქანას ყაბარდო–ბალყარეთის სახელმწიფო ნომრები ჰქონდა. მანქანაში მყოფი ორი ადამიანიდან ერთი დაიღუპა, მეორე კი ჰოსპიტალიზებულია.
აფეთქება ავტომანქანის სალონში მოხდა. შემთხვევის დროს მანქანაში მამაკაცი და ქალი, სავარაუდოდ, მისი მეუღლე იმყოფებოდნენ. მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა, ქალი კი უმძიმეს მდგომარეობაშია და ამ დრომდე სოხუმის საავადმყოფოს რეანიომაციის განყოფილებაში იმყოფება.
კომენტარი