რუსმა ოკუპანტებმა დონეცკში 21 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 27 დაიჭრა
3 მაისს, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 21 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 27 კი დაჭრეს - ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს.
მისი თქმით, კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვის შემდეგ, ეს ერთ დღეში ყველაზე დიდი მსხვერპლია.
"დაღუპულთა შორის 10 მშვიდობიანი მოქალაქე ავდიივკაში, 5 ლიმანში, 4 ვუჰლედარში, 1 ველიკა ნოვოსილკაში და 1 შანდრიჰოლოვოში.
რუსები დაისჯებიან ჩვენს მიწაზე ჩადენილი ყოველი დანაშაულისთვის", - წერ კირილენკო Telegram-ში.
კომენტარი