სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაბედავს თუ არა ივანიშვილი ყოფილი პრემიერის პირისპირ დაჯდომას - "ოცნებაში" გახარიას ლანძღვაში ერთმანეთს ეჯიბრებიან

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პასუხის მოლოდინშია. ექს-პრემიერი უკან არ იხევს, "ქართული ოცნების" თავდასხმების და გაშავების კამპანიის მიუხედავად, ყოფილი პრემიერი, ყოფილ პრემიერს ისევ ტელე-დებატებს სთავაზობს. გახარიას პარტიამ სოციალურ ქსელში გამოკითხვაც კი დაიწყო.

გაბედავს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერის პირისპირ დაჯდომას? უკან არ იხევს არც კობახიძის გუნდი. ამ დრომდე, სახელისუფლებო პარტიის წევრები ერთი მეორის მიყოლებით, ერთმანეთს გახარიას ლანძღვაში ეჯიბრებიან.

„როდესაც ოპერაცია ტარდება, ვერაფერს ვერ დააბრალებ პოლიციელებს და იმ რგოლს, რომელცი ადგილზე იმყოფება, მაგრამ ზედა რგოლი შეიძლება უშვებდეს გარკვეულ შეცდომებს, მაგრამ არ იყოს მოღალატე. ბასიანიც არის, პანკისიც არის, მესტიის თემაც არის და სხვა უამრავი თემაა, რომელიც მის პროფესიონალიზმს ახასიათებს საკმაოდ უარყოფითად. ხისტი შენიშვნებიც მიიღო გახარიამ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ საფრთხე, მთავარი და რეალური იყო ის, რომ დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" იმ პერიოდში გაცილებით უფრო მძიმე შედეგების მომტანი იქნებოდა".- ამბობს ვოლსკი.

წარსულის შეცდომებს ახსენებს ყოფილ პრემიერს "ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილიც.

მათიკაშვილი გახარიას ხელმოცარულ პოლიტიკოსს უწოდებს და ამბობს, რომ მან საკუთარი სახე კარგად გამოაჩინა.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ამ პიროვნებამ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი სახე კარგად გამოეჩინა. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ესწრებოდა უმრავლესობის სხდომას, სადაც გახარია დაჟინებით მოითხოვდა მელიაზე იმუნიტეტის მოხსნას და ზუსტად ერთ დრეში თუ ორ დღეში ის გადადგა თანამდებობიდან. დავინახეთ ხელმოცარული, მხოლოდ საკუთარ ამბიციებზე გათვლილი პოლიტიკოსის ცვლა", - ამბობს დავით მათიკაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100