„მზიურელი“ გოგა ფიფია გარდაიცვალა (ვიდეო)
თბილისში გარდაიცვალა ექიმი და მსახიობი - გოგა ფიფია. ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა - ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმი და მსახიობი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, საბოლოოდ კი მისი გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა.
გოგა ფიფია მონაწილეობდა როგორც „მზიურის“ შესახებ გადაღებულ ფილმში, ასევე ფილმებში „როცა აყვავდა ნუში“ და „მშვიდობიანი დღეები“. სწორედ ფილმში "როცა აყვავდა ნუში" შესრულებულმა როლმა განაპირობა მისი პოპულარობა. გარდაცვალებამდე გოგა ფიფია თბილისის პირველ საავადმყოფოში მუშაობდა.
„დრონი.ჯი“ სამძიმარს უცხადებს გოგა ფიფიას ოჯახს.
ვიდეო: ფრაგმენტი ფილმიდან "როცა აყვავდა ნუში".
კომენტარი