სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლაშა ფარულავა: „წინასაარჩევნოდ მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილება აძლიერებს ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას სარედაქციო პოლიტიკაში“

წინასაარჩევნოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ აძლიერებს ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა შესაძლო ჩარევას სარედაქციო პოლიტიკაში, რამაც გავლე იქონია დირექტორის გადაწყვეტილებაზე - განაცხადასამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონმდებლობით ვალდებულია დაიცვას სამოქალაქო ინტერესების შესაბამისი თანასწორობა ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს შორის, აგრეთვე სრულად და ობიექტურად გააშუქოს საარჩევნო კამპანიის მსვლელობა და გაუკეთოს ორგანიზება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წინასაარჩევნო დებატებს.

მნიშვნელოვანია მაუწყებელმა პოლიტიკურ პროგრამებში არ გამოხატოს თავისი აზრი და ასახოს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმი. სამოქალაქო პლატფორმა 20/20 საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას როგორც წინასაარჩევო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და შემდგომ, გაუწევს მონიტორინგს და საზოგადოებას გააცნობს შედეგებს“- განაცხადა ფარულავამ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მან განცხადებით უკვე მიმართა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100