ვინ გახდება რუსთავის მერი?
რუსთავში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა. ამის შესახებ წინასწარი გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით დილიდანვე ვრცელდებოდა ინფორმაცია. საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის მაღალი აქტივობა დილიდანვე ფიქსირდებოდა.
იმის გამო, რომ რუსთავი თვითმმართველი ქალაქია, არჩევნები პირდაპირი წესით არ ტარდება.
მოსახლეობა ირჩევს პარტიული სიით წარდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებს. არჩევნებში კი ბრძოლა სწორედ საკრებულოს წევრობისთვის მიდის. რომელი პარტიიდანაც მეტი მაჟორიტარი იქნება საკრებულოში, სწორედ მათი ფავორიტი პოლიტიკოსი გახდება 4 წლით ქალაქ რუსთავის მერი.
რამდენიმე კვირის წინ კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნდობა რუსთავის მოქმედ მერს, მაუკა ჩიქოვანს გამოუცხადა.
ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნიკა გილაურმა ჩიქოვანი თავად წარუდგინა მოსახლეობას, როგორც მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი და მას წარმატება უსურვა.
თავად მამუკა ჩიქოვანი რუსთავში ჩატარებული არჩევნებითა და ამომრჩეველთა აქტიურობით კმაყოფილია.
მამუკა ჩიქოვანი: ძალიან მაღალი აქტივობა იყო. კმაყოფილი ვარ რუსთაველების. იმედი მქონდა, რომ რუსთაველების უმრავლესობა ნდობას გამოგვიცხადებდა. ჩვენ ვაკეთებდით ძალიან ბევრ საქმეს, შესაბამისად მოსახლეობას სურს გაგრძელდეს შენება და ახალი პროექტების განხორციელება.
რუსთავში საარჩევნო პროცესის დროს გაყალბების ფაქტები მინიმუმამდე იყო დაყვანილი. მხოლოდ წალკის საარჩევნო ოლქში მოხდა შეფერხება, სადაც ბათილად ცნეს შედეგები. შედეგების ბათილად ცნობა და საარჩევნო პროცესის შეჩერება კი მას შემდეგ მოხდა, რაც შეამჩნიეს, რომ საარჩევნო ყუთი დაზიანებული იყო.
ქვეყნის დედაქალაქისგან განსხვავებით შედარებით დაბალი იყო კონკურენცია რუსთავში. ოპოზიციას არ ჰყავდა წარმოდგენილი კანდიდატები, რომელთაც შესაძლებლობა ექნებოდათ რეალური ოპონირება გაეწიათ სახელისუფლებო კანდიდატისათვის.

ნაკლები იყო ოპოზიციონერ კანდიდატთა მიერ წინასაარჩევნო აგიტაცია და მოსახლეობასთან შეხვედრა, რამაც არჩევნები ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
მას შემდეგ, რაც საკრებულო წევრებით დაკომპლექტდება, ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ვის ანდონ ქალაქის ბედი მომავალი 4 წლის განმავლობაში.

კომენტარი