«SOCAR Georgia Petroleum»-მა თერჯოლაში ახალი მულტიფუნქციონალური კომპლექსი გახსნა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტობანზე, ქალაქ თერჯოლას მახლობლად,“SOCAR Georgia Petroleum“-ის ახალი მულტიფუნქციონალური კომპლექსი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ კომპანია “SOCAR”-ის პრეზიდენტი - როვნაგ აბდულაევი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა. დამსწრეთა შორის ასევე იყვნენ მთავრობის და კომპანია «SOCAR»-ის წარმომადგენლები, აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. დამსწრეებს სიტყვით მიმართა SOCAR Georgia Petroleum -ის დირექტორმა - ლევან გიორგაძემ. საზეიმო გახსნის შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს კომპლექსი.
ავტოგასამართი სადგურის გარდა, ახალი
მულტიფუნქციონალური კომპლექსი მოიცავს ბავშვთა
გასართობ ზონას სათამაშო ავტომატებით, კაფე-მარკეტს “Way Mart”, კვების
ობიექტებს “Dunkin Donuts” და “Wendy’s”, სააფთიაქო ქსელს “GPC”, ღვინის
მწარმოებელი კომპანიის „მეღვინეობა ხარება” მაღაზიას და ასევე კომპლექსის
ტერიტორიაზე განთავსებულია დამტენი მოწყობილობები ელექტრომობილებისათვის.
ეს “SOCAR Georgia Petroleum”- ის რიგით მესამე მულტიფუნქციონალური კომპლექსია. პირველი განლაგებულია ურბნისში (გორის ავტობანი), მეორე - ქალაქ რუსთავში. “SOCAR Georgia Petroleum”- ის წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა ავტოგასამართ სადგურებზე შესძლონ არა მხოლოდ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებების გამართვა, არამედ ხარისხიანი სერვისის მიღებაც.
კომენტარი