სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

HUAWEI-მ 2019 წლის FORTUNE 500-ის სიაში წინა წლის შედეგი 11 ქულით გააუმჯობესა

კომპანია HUAWEI აგრძელებს წარმატების მრავალწლიან ისტორიას და Fortune 500-ის სიაში წლევანდელი შედეგი შარშანდელ მონაცემთან შედარებით, 11 ქულით, ხოლო 2017 წელთან - 68 ქულით გააუმჯობესა და დაწინაურდა.

Fortune 500-ის სიაში კომპანიები ადგილებს შემოსავლებისა და მოგების მიხედვით იკავებენ. ამასთან, ყურადღება კომპანიის ზრდის მაჩვენებლებსაც ექცევა. ცნობილი კომპანიებისთვის Fortune 500-ის შეფასებები მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელსაც საკუთარი ზომის, სიძლიერის და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად და გლობალური ეკონომიკის პარამეტრად იყენებენ.

HUAWEI-მ დამსახურებულად მოიპოვა ადგილი Fortune 500- ის სიაში, რადგან წლიდან წლამდე მისი შემოსავალი 22%-ით, ხოლო მოგება 27,5%-ით იზრდება. თუმცა, HUAWEI -ს მიზნები სცდება მომგებიანობას და ის სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების გაუმჯობესებაზეც ზრუნავს.

„ჩვენი მაჩვენებლის გაუმჯობესება Fortune 500-ის სიაში, მნიშვნელოვანი წარმატებაა“ - განაცხადა HUAWEI -ის მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ იუ-მ. „ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ მომხმარებელს უახლესი და ინოვაციური ტექნოლოგიები შევთავაზოთ, გავაუმჯობესოთ შედეგები და მივაღწიოთ წარმატებას“ - აღნიშნა მან.

წელს HUAWEI-მ BrandZ-ის ყოველწლიურ ყველაზე ძვირადღირებული გლობალური ბრენდების ტოპ 100-ეულში 47-ე ადგილი დაიკავა. აღნიშნული შედეგის მიღწევა კომპანიამ თავისი ინოვაციების საშუალებით შეძლო, როგორიცაა HUAWEI P30-ის უახლესი კამერის სისტემა და ასევე ის უპრეცედენტო ტექნოლოგიური ინოვაციები, რომლებიც HUAWEI Mate X-ისა და Mate 20 X-ის (5G) მოდელებში გვხვდება.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100