სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე და კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ ბაქრაძის დაკავებაზე

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შს სამინისტრომ ფაქტზე მყისიერად დაიწყო გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ბარათაშვილის ქუჩაზე შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად 14 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანის შედეგად გარდაიცვალა. ხუთი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. (ვიდეო)


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100