სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელსდა სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მარკ გრიფიტს და სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ გარემოზე. იმსჯელეს მიმდინარე და მომდევნო წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესების ტენდენცია და გამოითქვა იმედი, რომ 2014 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინიმუმ 5 პროცენტი იქნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი ესწრებოდნენ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100