ნამდვილი ამბავი: ქართველმა ქალმა უილ სმიტი ვერ იცნო და ისტერიკა მოუწყო
ეს ამბავი რამდენიმე თვის წინ მოხდა და ჯერ მხოლოდ ვიწრო წრეშია გავრცელებული. Droni.ge-ს ამ ისტორიის გმირის ოჯახის წევრმა სტატიის გამოქვეყნების უფლება მხოლოდ იმ პირობით მისცა, რომ ქალბატონის ვინაობა ინკოგნიტოდ დარჩება.
სახალისო ისტორიის გმირი ქალბატონი, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრია და ერთი ფობია აქვს, შავკანიანების ეშინია. მიეკუთვნება იმ თაობას, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ფერადკანიანები საერთოდ არ არსებობდნენ და რატომღაც ყველა შავკანიანი ავაზაკი ჰგონია.
რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან მივლინებით აშშ-ში გაემგზავრა „ენჯეოშნიკი“ ქართველი ქალბატონი. ერთ დღესაც სასტუმროს ლიფტში შავკანიან მამაკაცთან ერთად მარტო აღმოჩნდა, ეს ფაქტი მისი ნერვების დასაძაბად უკვე საკმარისი იყო, თუმცა მამაკაცის წარმოთქმულმა სიტყვამ ქალი ისტერიკაში ჩააგდო.
-down? (დაბლა) - იკითხა მამაკაცმა, რომელსაც აინტერესებდა თანამგზავრი ქალი ლიფტით ქვედა სართულზე მიდიოდა თუ ზევით.
ქალბატონმა კი გადაწყვიდა, რომ სიტყვა down, მისთვის უცნობმა შავკანიანმა მამაკაცმა „დაწექი“-ს კონტექსტში უთხრა. შეშინებული ქართველი ქალი ლიფტის იატაკზე დაეცა, ხელები კისერზე შემოიწყო, აკანკალდა და ატირდა.
უცნობმა მამაკაცმა ქალი ფეხზე წამოაყენა, დაამშვიდა და სასტუმროს ნომრამდეც კი მიაცილა.
მეორე დილით კი ქალს მიუტანეს წერილი, რომელშიც ეწერა:
„დიდი მადლობა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასაცილო ერთი წუთისთვის, სასტუმროში რითიც გინდათ, ისარგებლეთ ჩემს ხარჯზე.
უილ სმიტი“
კომენტარი