სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ესპანეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში თაღლითობის ბრალდებით 10 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის საქართველოს ორი მოქალაქეა, - ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იუწყება.
ისინი ეჭვმიტანილი არიან დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობაში, რომელიც ინტერნეტ მომხმარებლებს ყალბ ჯარიმებს აკისრებდა.

უსაფრთხოების საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივნის ფრანცისკო მარტინესის განცხადებით 10 სავარაუდო თაღლითი კურორტ კოსტა-დელ-სოლზე გასულ კვირას დააკავეს.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ექვსი - რუსეთის, ორი - უკრაინის და ორი - საქართველოს მოქალაქეა. დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი რუსეთის 27 წლის მოქალაქეა.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს ვირუს Ransomware-ს გამოყენებით მწყობრიდან გამოჰყავდათ კომპიუტერები მსოფლიოს 30 ქვეყანაში. შემდეგ კი ისინი "ევროპოლის" სახელით ჯარიმის გადახდას ითხოვდნენ, რათა კომპიუტერთან მომხმარებლის წვდომა აღედგინათ. ჯარიმის ოდენობა 100 ევროდან იწყებოდა. დაკავებულ პირებს ფულის გათეთრებასაც ედავებიან, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, რუსეთში იგზავნებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100