სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალები, რომლებსაც მამაკაცები გაურბიან

რა თქმა უნდა, ყველა ქალი უნიკალური და განსაკუთრებულია, თუმცა, არსებობენ „გამაღიზიანებელი“ ტიპებიც:

სწერვა

ჭეშმარიტი „სწერვა“ – ის ვინც, ყველა მამაკაცის მოხიბვლას ცდილობს. ერთი საწოლიდან მეორეში გადახტომა მისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. რა თქმა უნდა, ამ თვისების გამო, შეგვიძლია სხვა სიტყვაც ვუწოდოთ, მაგრამ თავის შეკავება ჯობია. მათ არ აინტერესებთ კაცი დაოჯახებულია, თუ არა, სად არიან და რამდენი არიან. სულ ერთია რას იფიქრებენ მის საქციელზე. მთავარია, თვითონ იყოს კარგად, დანარჩენები კი თუნდაც ცეცხლში დამწვარან.

ძალიან სექსუალური და მიმზიდველია. მამაკაცების მის ფეხებთან ეცემიან, ყველაფერს აკეთებენ მისი ყურადღების მისაპყრობად. ასეთ ქალებს სიყვარული არ სჭირდებათ. რაც უნდათ, საჩუქრებსა და ალერსს, უხვად იღებენ.

მიმოზა

ასეთი ქალი კარგ, ნაზ, მზრუნველ კაცს ირჩევს, რომლის საფულეც არასდროს ცარიელდება. უყვარს რომანტიული საღამო სანთლის შუქზე, ყვავილები, სიყვარულის ახსნები. საწოლი ნაკლებად აინტერესებს. მისთვის მთავარია მზრუნველობა.

მუდამ ზრუნვასა და ყურადღებას ითხოვს. თუ ვერ იღებს, იძაბება. რომანტიულია, მეოცნებე. სამწუხაროდ, ვიღაცაზე გამუდმებით ზრუნვა მამაკაცებს ბეზრდებათ.

სამყაროს ცენტრი

ეგოცენტრული ნატურა, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. არასდროს ჩქარობს. ოღონდ სასურველს მიაღწიოს და ყველაფერზეა წამსვლელი. „თეთრზე“ იტყვის, რომ „შავია“, აბა გაბედე და შეეწინააღმდეგე. ჰგონიათ, რომ მთელი სამყარო მათ ირგვლივ ბრუნავს. არასდროს უსმენს სხვის რჩევებს. არ აინტერესებს სხვისი აზრები.

ასეთი ქალის გვერდზე მამაკაცები მასაც ვერ იტანენ და საკუთარ თავსაც. კარგავენ საკუთარ „მეს“.

კარიერისტი

ასეთ ქალს იშვიათად შეხვდებით. ჩხუბსა და კამათში ხშირად ერთვება, ტყავს გაიძრობს, რომ სასურველ პოზიციას მიაღწიოს, ოჯახი კი მისთვის მუდამ მეორე პლანზეა.

თავისუფალი დრო არასდროს აქვს. უნდა უფრო მეტი და მეტი. ამას ფულის გამო კი არა, არამედ პრესტიჟისა და საკუთარი „მე“–სთვის აკეთებს. სურს იყოს მმართველი, ყველა მასზე ლაპარაკობდეს, ეშინოდეთ და მასზე იყვნენ დამოკიდებულები.

მონადირე

მიმზიდველია, ლამაზად იცვამს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მამაკაცებს იზიდავს. მიზანი ერთია: რაც შეიძლება მალე გათხოვდეს. როგორც კი სასურველს მიაღწევს ეშვება. ქმარი კი უყურებს და ფიქრობს, სად გაქრა ის მომხიბვლელი ქალი?..

ყინულის დედოფალი

როგორც წესი, ლამაზი ქალია, რომელსაც მამაკაცისგან ყველაფრის მიღება შეუძლია, რასაც კი მოისურვებს. მისთვის ადვილია კაცის მანიპულირება თავის სასარგებლოდ.

ასეთი ქალი მკაცრი და ცივია. ამ თვისებებს კი თვალთმაქცურად მალავს. სიყვარული შეუძლია, მაგრამ სიყავრულისგან სიამოვნების მიღება – არა.

„დედიკო

კარგი დიასახლისი, დედა და ცოლია. ყველაფერი მოწესრიგებული აქვს, ყველა ნივთი თავის ადგილზეა. ყველაფერს ასწრებს. მაგრამ, რატომღაც, მისი ქმარი ალერსისათვის სხვებს მიმართავს. არა, ცოლისგან სამდუამოდ არ მიდის იმიტომ, რომ სახლში სითბოა, საკვებიც მუდამ მაგიდაზეა და ბავშვებიც კარგად იზრდებიან. საწოლშიც მუდამ ასრულებენ ცოლ–ქმრულ მოვალეობას.

მაგრამ კაცებს არ მოსწონთ, როდესაც გვერდზე მოვალეობის მოხდის მიზნით უწვებიან. ამიტომ, მუდამ ჰყავთ ვიღაც ნაზი, ალერსიანი და ვნებიანი საყვარელი. რომლისგანაც იღებს იმას, რასაც სახლში ვერ აძლევენ...

წყარო: http://presa.ge/new/?m=yellow&AID=17140

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100