აგროჰაბის ახალი ფილიალი, დასაქმების ახალი შესაძლებლობებით
პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი აგროჰაბი, სწრაფად მზარდი, სიახლეებზე და საწარმო ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანიაა.
ამჟამად
აგროჰაბში დასაქმებულია 1534 ადამიანი სხვადასხვა პოზიციებზე, მათთვის ვინც ეძებს სრულყოფილ
სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობებით, აგროჰაბი საუკეთესო ადგილია კარიერის
დასაწყებად, აგროჰაბი ხელს უწყობს თანამშორმლების ინტეგრირებას და ქმნის გუნდურ სამუშაო გარემოს.
გარდა ამისა კომპანია უზრუნველყოფს ტრენინგებისა
და განვითარების პროფესიულ პროგრამებს, რათა
დაეხმაროს დასაქმებულებს შეიძინონ ახალი უნარები და ცოდნა.
აგროჰაბი გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას,
მოქნილ სამუშაო გრაფიკს, კომპენსაციების მრავალფეროვან პაკეტებს, როგორიცაა: სტუდენტებისთვის
სწავლის დაფინანსება, ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა, ასევე უზრუნველყოფს ბონუსებს
და სხვადასხვა სახის წამახალისებელ აქტივობებს, რაც დამატებით სტიმულს და მოტივაციას
აძლევს თანამშრომლებს.
შემოგვიერთდი და გახდი აგროჰაბის დიდი გუნდის წევრი,მიიღე მონაწილეობა დასაქმების ფორუმზე, რომელიც გაიმართება 2023 წლის 21 აპრილს 12:00 დან 15:00 მდე, მისამართი: ჭავჭავაძის ქ #37 , აქსის თაუერსი ( აგროჰაბის მიმდებარე ტერიტორია)
აგროჰაბის ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, ჩვენს ოფიციალურ
ფეის ბუქ გვერდზე https://www.facebook.com/agrohubjobs
კომენტარი