სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოწამლეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი - "ვივა-მედში" სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარომადგენელი მივიდა

მოწამლეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი - "ვივა-მედში" ცოტა ხნის წინ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა. გამომძიებლის თქმით, ადგილზე ტოქსიკოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციის გასაგებად და ნიმუშების ასაღებად მივიდნენ.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესაძლო, არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ ვთავაზობთ მიხეილ სააკაშვილს, რომ ჩატარდეს შესაბამისი ნიმუშების აღება, ჩაუტარდეს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა, - განაცხადა სპეციალური საგამოძიები სამსახურის წარმომადგენელმა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რატომ არ ცატარდა აღნიშნული გამოკვლევა ჯერ კიდევ 8 თვის წინ.

მოგეხსენებათ, რომ საქმეზე ჩატარებულია საკმაოდ მოცულობითი საგამოძიები და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია კომპლექსური სამედიცინო ექპსერტიზები. ჩვენ ჩავატრეთ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მათ შორის, ადვოკატების განცხადებების საფუძველზე ჩვენ დავნიშნეთ დამატებითი ექსპერტიზები. არც ადვოკატების მხრიდან, რომლებიც ჩართულები არიან გამოძიების პროცესში, გამოძიების საწყის ეტაპიდანვე და ფაქტობრივად, ეცნობოდნენ საქმის მასალებს, არ ყოფილა გაჟღერებული, რომ შესაძლოა, რაიმე უცხო სხეულები ყოფილიყო მიხეილ სააკაშილის ორგანიზმში, - თქვა გამომძიებელმა.

ვის დაუკვეთავს მიხეილ სააკაშილის ტოქსიკოლოგიურ შემოწმებას კოკა კაციტაძის უწყებას გადაწყვეტილი ჯერ არ აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100