უდიდეს ნაკრძალში 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაშტაბური ხანძარი გაჩნდა
პოლონეთის ყველაზე დიდი ნაკრძალში, ბებჟანსკის ეროვნულ პარკში ტყის ხანძარია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს პარკში ყველაზე ძლიერი ხანძარია. 6 ათასი ჰექტარის ფართობზე გავრცელებულ ცეცხლს ასობით მაშველი ებრძვის.
„გაზაფხულზე პარკის ბევრი ახალი ბინადარი იბადება. დანაკარგის დათვლა შეუძლებელია. ამ ტრაგედიას სიტყვებით ვერ აღვწერთ. ხანძართან ბრძოლა თვეობის მანძილზე მოგვიწევს“ - განაცხადა პარკის ერთ-ერთმა გიდმა, იანინა ზაკმა.
კომენტარი