სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"აბა, რა ჯანდაბა ხოჩეშ?" – მოურინიომ "ანჟის" 30 მილიონ ევროზე უარი უთხრა

"რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ უარი თქვა წინადადებაზე, რომლის მიხედვითაც იგი მახაჩყალის „ანჟის“ უნდა ჩადგომოდა სათავეში. „ანჟის“ მფლობელმა, სულეიმან ქერიმოვმა პორტუგალიელს სამწლიანი კონტრაქტი და სუფთა შემოსავლის სახით 30 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ მოურინიომ ცდუნებას გაუძლო და წინადადებაზე უარის თქმით, უარი თქვა, გამხდარიყო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მწვრთნელი.

მოურინიომ არაერთხელ განაცხადა, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე „რეალიდან“ წასვლას არ აპირებს და რომ დაგეგმილი აქვს ამ გუნდთან ერთად მოიგოს ყველა ტურნირი, რისი მოგებაც შესაძლებელია.

ქერიმოვის მხრიდან ეს დაღესტანში მოურინიოს გადასაყვანად გადადგმული პირველი ნაბიჯი არ არის. ზაფხულში „რეალის“ მწვრთნელმა ერთი შეთავაზება უკვე უარყო. ესპანური მედიის ცნობით, მაშინ შეთავაზება თითქმის ორჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ამჟამად, ასე რომ, ზედა ზღვარი არც 30 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ „ანჟის“ მწვრთნელის თანამდებობა მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ამ კვირის დასაწყისში პოსტიდან გაუშვეს გაჯი გაჯიევი. ამჯამად „ანჟის“ მწვრთნელის მოვალეობას ანდრეი გორდეევი ასრულებს, მას კი გუნდის კაპიტანი, რობერტო კარლოსი ეხმარება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100