ცესკო 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებს აქვეყნებს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გაიმართა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ინფორმაციით, ზუგდიდში ამომრჩეველთა დაახლოებით 20%-მა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
„12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით, შემდეგია: თბილისი, #1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი 10.4 პროცენტი, მარნეული 14%, ზესტაფონი 16.5 პროცენტი, ჭიათურა 17.6%, ზუგდიდი 20.1%, ხულო 19.5 %. ასევე გაგაცნობთ აქტივობის შესახებ ინფორმაციას, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ტარდება საკრებულოების შუალედური არჩევნები. საგარეჯო 35.7%, ახმეტა 18.4%, ადიგენი 23.1 პროცენტი, ტყიბული 17.7%, წყალტუბო 22.2% და ოზურგეთ 17.8%“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის კომისიაში სულ 24 საჩივარია შესული.
კომენტარი