საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 წლის საუკეთესო CSR ინიციატივებს გამოავლენს
ევროკავშირის მიერ
მხარდაჭერილი პროექტის,
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, 13 დეკემბერს, სასტუმროში „ბილტმორი“ (დიდი დარბაზი), 20:00 საათზე,
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და
განვითარების ცენტრის
(CSRDG) ორგანიზებით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora
2018’’ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილეობას იღებს 41 კომპანია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით განხორციელებული 76 პროექტით. წლევანდელი კონკურსის ჟიური წამყვანი უცხოელი და ქართველი ექპერტებისგან შედგება, მათ შორის არიან: თერთმეტი საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, დანიიდან, ისრაელიდან, ნორვეგიიდან, სლოვაკეთიდან, და სხვა ქვეყნებიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.
დაჯილდოების ცერემონიას 250 სტუმარი დაესწრება,
რომელთა შორის
იქნებიან საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები: ევროკავშირის ელჩი საქართველოში - კარლ ჰარცელი, შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში - ულრიკ ტიდერსტრომი; საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის თამარ ხულორდავა - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; სფეროს
ევროპელი ექსპერტები და კონკურსის
საერთაშორო ჟიურის
წევრები: ანა ბოლტი - ბრიტანული CSR დაჯილდოების „Business in the Community” მენეჯერი, Pavel Hrica
- ყველაზე პრესტიჟული სლოვაკური CSR დაჯილდოების „Via Bona” ორგანიზატორი; კონკურსის მონაწილე
და საქართველოს სხვა წამყვანი
ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები; ასევე საქართველოს სამოქალაქო სექტორის
წარმომადგენლები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს დავით ევგენიძე
ბენდთად ერთად,
ხოლო დაჯილდოების ცერემონიას გაუძღვებიან ირაკლი კაკაბაძე
და სალომე
არშბა.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი ეკა ურუშაძე კონკურსის შესახებ: „მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით შესანიშნავი პროექტების განმახორციელებელ კომპანიებს წარმოაჩენს, ხოლო სხვა კომპანიებს კი მოტივაციას უჩენს, გაიზიარონ სოციალური პასუხისმგებლობა“.
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 იმართება ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნეს პლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, როგორიც არის: აწარმოე საქართველოში; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია; ქალაქ თბილისის მერია; აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში; CENN; ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF); ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA); საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG); საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC); საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG); საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა; საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის სპეციალური კატეგორია ნარჩენების მართვის მიმართულებით მხარდაჭერილია USAID–ის პროგრამის მიერ
“ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში (ფაზა II)”,
რომელსაც
ახორციელებს CENN.
კატეგორიას
„შემოქმედებითი
CSR” კი მხარს უჭერს
საქართველოს
საკომუნიკაციო
სააგენტოების
ასოციაცია
(ACAG).
დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ გამარჯვებულთა ვინაობა გამოქვეყნდება კონკურსის ვებ-გვერდზე: www.meliora.ge.
კონკურსის სპონსორები არიან კომპანიები: დუგლაძეების ღვინის კომპანია; „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ (MBC); “სარაჯიშვილი” და Holiday Inn. კონკურსის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელია სასტუმრო “ბილტმორი“.
პროექტის შესახებ: პროექტი
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა"
(2017-2020) ხორციელდება
ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ისახავს მიზნად, ახორციელებს კონსორციუმი კონრად
ადენაუერის ფონდის
(KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც ასევე
შედის ოთხი
ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და
განვითარების ცენტრი
(CSRDG), კონსულტაციის და
ტრენინგის ცენტრი
(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
ინფორმაცია განმახორციელები ორგანიზაციის შესახებ: “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1995 წელს და იგი სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის 22 წელს ითვლის. CSRDG დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის;
ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას).
კომენტარი