სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა ინტელექტუალური განვითარებისა და დოკუმენტებთან მუშაობისთვის. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება.

კურო
მშვიდ და საიმედო ადამიანებთან იმუშავეთ. მოერიდეთ ზედმეტ სიჯიუტეს. სახლში გადაადგილეთ ავეჯი, აღადგინეთ ოჯახური ტრადიცია.

ტყუპი
კარგი დღეა სწავლის, მოგზაურობისა და შვებულებისთვის მოსამზადებლად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

კირჩხიბი
დოკუმენტებთან მუშაობა მეტ დაკვირვებას საჭიროებს. ტურისტული მგზავრობის ან მოდური აქსესუარის გამო მოიმატებს ხარჯი.

ლომი
ნუ მოგერიდებათ და დახმარება სთხოვეთ გავლენიან ადამიანებს. სამუშაოც კოლეგებს გადაუნაწილეთ. საღამოს დაესწარით წვეულებას.

ქალწული
დღეს იამაყებთ საკუთარი მიღწევებით. თუმცა, ხმამაღლა ნუ იყვირებთ. ახლობლებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით. განსაკუთრებით მათ, ვისზეც თქვენი კარიერული წინსვლაა დამოკიდებული.

სასწორი
მოერიდეთ რუტინულ საქმეებს. საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ შვებულება. საღამოს დაესწარით წვეულებას, გამოფენას.

მორიელი
დილიდან ოპტიმისტურად აღიჭურვეთ. მოთმინება გმართებთ, თუ მიზანს სწრაფად ვერ მიაღწევთ. იბედნიერეთ სხვათა წარმატებით და არც თქვენი დააგვიანებს.

მშვილდოსანი
გარშემო მყოფებში წარმატებული ადამიანის იმიჯი გაქვთ. ეცადეთ, გაამართლოთ ახლობლების იმედები. კარგი დღე ელით სპორტსმენ, პოლიტიკოს და საზოგადო მოღვაწე ნიშნებს.

თხის რქა
იყავით მეტად შემოქმედებითი, მოირგეთ ახალი როლი. გააბედნიერეთ საყვარელი ადამიანი. შვილების გამო ვა-ბანკზე მოგიწევთ წასვლა.

მერწყული
კარგი დღეა საზოგადო ადგილებში გამოსაჩენად, სიტყვის წარმოსათქმელად. საყვარელ ადამიანს დაქორწინება შესთავაზეთ. გაანებივრეთ შვილები.

თევზები
საოჯახო წვეულების ან მეგობრული შეხვედრის გამო მოიმატებს ხარჯი. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. შეიძლება ნეგატიური რეაქცია გქონდეთ ხმაურზე, მკვეთრ შუქზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100